ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას ჟანგბადი არ გააჩნია, მათ არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით წააგეს
ფრაქცია, ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციას ჟანგბადი არ გააჩნია და არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით წააგეს.
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია ცდილობს აქციებით შეინარჩუნოს ის ჟანგბადი, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ოპოზიციას ჟანგბადი არ გააჩნია. მათ არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით წააგეს და 1 მტკიცებულებაც ვერ დადეს ერთ გაყალბებულ ხმაზე, ვერც პროკურატურაში ვერ მიიტანეს, ვერც ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში ვერ აღმოჩნდა ვერცერთი მტკიცებულება. 300 000 ხმის გაყალბებაზე საუბრობდნენ და 100 000 ადამიანის პირადობის გარეშე დარჩენაზე და აბსოლუტურად არაფერი არ მოხვედრილა ანგარიშში. სხვათა შორის, სახალხო დამცველიც გამოეხმაურა, ბატონი იოსელიანი და ასი ათასი ადამიანი პირადობის გარეშე თუ დარჩაო ერთი როგორ არ მოვიდა საჩივრით ჩემამდეო.
რა თქმა უნდა, ეს აბსურდი, რაშიც ატრიალეს თავისი ამომრჩეველი, აბსურდის თეატრად დარჩა. მათ რაღაცა ტიპის ჟანგბადი სჭირდებათ. გარედან უცხოელი უფროსები ეხმარებიან, დელეგაციებს უშვებენ, რომლებიც არაქართული რიტორიკით გამოირჩევიან და მათ სჭირდებათ აქციებით ან რაღაცით შეინარჩუნონ ის ჟანგბადი, რომელიც მათთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.