Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას არ აქვს გეგმა, მაგრამ ნიკა გვარამია ციხიდან ორიგინალური ვარცხნილობით ნამდვილად გამოვიდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია გამარგინალებულია და ხალხის მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ აქვს.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ საპატიმრო დაწესებულების დატოვებას და მის განცხადებებს, მაჭავარიანის თქმით, საქართველოში 2012 წლიდან პოლიტპატიმარი არ არსებობს.

„რადიკალურ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს. მათ არც გეგმა აქვთ და არც ხედვა. თავიდან-ბოლომდე გამარგინალებული არიან. საზოგადოება მათ აღიქვამს, როგორც გარედან დაქირავებულ აგენტებს. მათ არ აქვთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერა. არ აქვთ გეგმა, მაგრამ ნიკა გვარამია ციხიდან ორიგინალური ვარცხნილობით ნამდვილად გამოვიდა.

საქართველოში 2012 წლიდან პოლიტპატიმარი არ არსებობს. რაც შეეხება ყოფილ თანამდებობის პირებს, ეს ადამიანები ბრალდებულები არიან კონკრეტულ საქმეებში, როგორც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.