ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციამ იცის, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი ანგარიშით უგებს და ნულოვანი შანსი აქვთ გამარჯვების
„ოპოზიციამ იცის, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი ანგარიშით უგებს, შესაბამისად, ერთადერთი თემა რჩება რომ მოსახლეობას თავს მოახვიონ ტყუილები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, ოპოზიცია საარჩევნო პროცესის მაქსიმალურად დაძაბვას ცდილობს.
მისივე განცხადებით, ოპოზიციას გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვს.
„რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი მთლიანად აგებულია იმაზე, რომ მეტი რადიკალიზმი შემოიტანონ ჩვენს ყოველდღიურობაში, რათა მაქსიმალურად დაძაბონ საარჩევნო პროცესი. მათ იციან თავიანთი რეიტინგი და იციან, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი ანგარიშით უგებს. იციან, რომ ნული შანსი აქვთ.
შესაბამისად, ერთადერთი თემა რჩება რომ მოსახლეობას თავს მოახვიონ ტყუილები თითქოს არჩევნები უნდა გაყალბდეს. მერამდენე სერიას ვნახულობთ, მერე უნდა გამოვიდნენ ქუჩაში 26 ოქტომბერს, რისთვისაც ემზადებიან უკვე, მოგვპარეს არჩევნები, გაყალბდა არჩევნები. ნულოვანი შანსი აქვთ გამარჯვების და შესაბამისად, სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.