ლევან მაჭავარიანი – „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიფიდან რა მესიჯებიც გვესმის, სიახლეზე საუბარი არ არის, ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ, ასეთი ტიპის აგენტურული პარტიისთვის ახალი წევრების დამატება რთულია
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფიდან რა მესიჯებიც გვესმის, არანაირ სიახლეზე არ არის საუბარი. ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ასეთი ტიპის აგენტურული პარტიისთვის ახალი წევრების დამატება რთულია“.
„ისეთ წევრებს ვგულისხმობ, ვისაც კონკრეტული რეპუტაცია აქვთ და ქვეყანაში რაღაცას წარმოადგენენ. ასეთ პიროვნებებს არ სურთ, აფილირებული იყვნენ აგენტურულ ძალებთან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხმაურს და ალიანსში სპექტაკლების გათამაშებას ვხედავთ. ეს ხმაური გარედან იყო დაკვეთილი, რომ საზოგადოების ყურადღება ხმაურს მიეპყრო და გარე ძალებს „ლელო“ და გახარია აგენტურული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან“ გაემიჯნათ.
გამიჯვნის პროცესი გარე პატრონებმა 2025 წლის არჩევნების დროს დაიწყეს, როდესაც ყველა ბოიკოტში დატოვეს და არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ „ლელოს“ და გახარიას მიაღებინეს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ 14 წელი ერთსა და იმავე კონფიგურაციაზე დებდნენ ფსონს და ამ ფსონმა ვერ გაამართლა. უნდათ, რომ 2028 წელს უფრო მეტი ფსონი დაიდოს „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე, თუმცა საზოგადოებას როგორც „ახალი“ და „არანაცები“ ვერ შეასაღეს, ისე ვერ შეასაღებენ ვერც „ლელოს“ და გახარიას პარტიას. ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მოტყუება ძალიან რთულია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.