1786019766
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: „ნაცებსა“ და „ალიანსში“ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე გარე პატრონები ცდილობენ, „ლელო“ და გახარიას პარტია ამ პროცესებს მოარიდონ, რათა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფსონი მათზე გაკეთდეს
„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა არ აქვს, სასიხარულოა, რომ იმ მომხრეებსაც კარგავენ, რომლებიც ტრადიციულად ჰყავდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
მისივე თქმით, გარე ძალები ცდილობენ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ფსონი „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე გააკეთონ.
„აჟიოტაჟი, რომელიც „ნაცებში“ და „ალიანსშია“, ბუნებრივია, რადგან ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ. ეს პროცესი ხელოვნურიცაა, რადგან მათი გარე პატრონების მიზანია, საზოგადოების ყურადღება ამ ხმაურზე გადაიტანონ და ამის მიღმა „ლელო“ და გახარიას პარტია დატოვონ, რათა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფსონი სწორედ მათზე გაკეთდეს. ამომრჩეველი კარგად ხვდება, რომ ეს პარტია ერთი ვერტიკალით იმართება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.