Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ნარკორეალიზატორებს ვპირდებით, რომ დაუნდობლები ვიქნებით

„ჩვენ ძალიან გავამკაცრეთ მიდგომა ნარკორეალიზატორებთან მიმართებით და შეიძლება უვადო პატიმრობაც კი დაემუქრონ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, ნარკომომხმარებლებს კი გვერდში დგომა სჭირდებათ.

„მათ ვპირდებით, დაუნდობლები ვიქნებით, რეალიზატორებს ვგულისხმობ კონკრეტულად. ხოლო, რაც შეეხება თავად ნარკომომხმარებლებს, რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ გვერდში დგომა, თანადგომა, მათ სჭირდებათ ძალიან ბევრი ტიპის პროგრამის შეთავაზება, რაც დააძლევინებს მათ იმას, რომ თავი დააღწიონ ამ ყველაფერს. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.