Loading data...
ლევან მაჭავარიანი: მოვუწოდებ ყველა მშობელს, იყვნენ ძალიან ყურადღებით, რომ არ მისცენ რადიკალურ ჯგუფებს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის თავისი შვილების გამოყენების საშუალება

„გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის გიორგი ვაშაძეს დაკვეთის მიცემაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ახალგაზრდებს ბინძური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. 

დეპუტატმა მშობლებს ყურადღებისკენ მოუწოდა, რათა არ მისცენ საშუალება ოპოზიციის წარმომადგენლებს პოლიტიკური მიზნებისთვის მათი შვილების ბინძურად გამოიყენონ. 

„საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით თავად ბატონი ვაშაძე. ფაქტია, ეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ძალიან ბოროტად იყენებენ ახალგაზრდებს თავისი ბინძური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

მოვუწოდებ ყველა მშობელს, იყვნენ ძალიან ყურადღებით იქიდან გამომდინარე, რომ არ მისცენ ამ რადიკალურ ჯგუფებს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის თავისი შვილების ასე ბინძურად გამოყენების საშუალება“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.