ლევან მაჭავარიანი მომღერლების ბულინგზე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რადიკალების დღის წესრიგში არ ჯდება, ყველა მათგანზე მიდის ბულინგი - უნდათ, რომ მოქალაქეებს, ბავშვებს ახალი წელი წაართვან, საშინელი, ამაზრზენი ფაქტია
„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რადიკალების დღის წესრიგში ვერ ჯდება და მათ ნარატივს არ იზიარებს, აბსოლუტურად ყველა მათგანზე მიდის ბულინგი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
ის მომღერლების მიმართ ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა.
„მომღერლების თემა არის და უნდათ, რომ მოქალაქეებს ახალი წელი წაართვან, ბავშვებს ახალი წელი წაართვან. პირდაპირი მაგალითი იყო, როდესაც მათ რუსთაველზე, მთავარი ნაძვის ხის ოკუპირება მოახდინეს იმისთვის, რომ თუ ვიღაცა მათ აზრს არ იზიარებს, ასეთი ადამიანების მიშვებას არ აპირებენ იქ შვილებთან ერთად. საშინელი, ამაზრზენი ფაქტია. ბულინგში ჩართული არის მთლიანად რადიკალური ფრთა, რადიკალური პარტაქტივი, რადიკალური „ენჯეოები“, კოლექტიური გიგაურები, კოლექტიური ლომჯარიები. მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.