1758194799
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მოძრაობა „ანტიფაზე“: ბატონი ტრამპის გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია, ძალიან ბევრი დაფიქრდება იმ საშიშროებაზე, რომელიც მოდის რეალურად ფსევდოლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებისგან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ში მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გადაწყვეტილებას მიესალმება.
„სამწუხაროდ, საქართველოშიც ანალოგიური იდეოლოგიის ჯგუფები გვყავს, რომლებიც ზუსტად ანალოგიური ფაშისტური ქცევებით გამოირჩევიან და ფაშისტური მეთოდებით მოქმედებენ. ეს ძალიან სამწუხაროა. შესაბამისად, ბატონი ტრამპის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი დაფიქრდება იმ საშიშროებაზე, რომელიც მოდის რეალურად ფსევდოლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებისგან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ულტრამემარცხენე ანტიფაშისტურ მოძრაობას „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს.