Loading data...
ლევან მაჭავარიანი: მიხაელ როთს სულ ნეგატივი შემოაქვს, ილანძღება, უხეშად ერევა წინასაარჩევნო პროცესებში

„მიხაელ როთს სულ ნეგატივი შემოაქვს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მიხაელ როთის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, როთი უხეშად ერევა საქართველოს წინასაარჩევნო პროცესებში. 

„მიხაელ როთს სულ ნეგატივი შემოაქვს. ხან ილანძღება, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს რწმენას, ჩვენს მოქალაქეებს, უხეშად ერევა ჩვენს წინასაარჩევნო პროცესებში და არღვევს ჩვენს კანონმდებლობას. 

შესაბამისად, ამ პიროვნებაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ჩვეულებრივად არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრი და აქტივისტი“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის წევრი მიხაელ როთი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის პროცესში რეგისტრაციისთვის დახმარებას სთავაზობს.