1746509585
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „მეგობარ აქტზე“: საზოგადოებას შევახსენებ, ამ აქტს ჩვენ მტრულ აქტს ვეძახით, იქ მეგობრული არაფერი წერია

„საზოგადოებას შევახსენებ, ამ აქტს ჩვენ მტრულ აქტს ვეძახით, ვინაიდან იქ მეგობრული არაფერი წერია“, - ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა ე.წ. მეგობარ აქტზე საუბრისას.
მისი თქმით, ვილსონი „ნაცმოძრაობის“ ლობისტია.
„ბატონი ვილსონი არის ამ ყველაფრის ავტორი, მოგეხსენებათ როგორი ოდიოზური პიროვნებაა, ლობისტი, რომელიც გამოიკვეთა, რომ მაგალითად, ინაუგურაციის დროს ბილეთებით ვაჭრობდა, რაღაცა დროშებით ვაჭრობს. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ამ პიროვნებაზე ჩვენ ვისაუბროთ, ჩვეულებრივად, როგორც „ნაცმოძრაობის“ ლობისტზე“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.