ლევან მაჭავარიანი: მდიდარი „ენჯეოები“ ერთი მხრივ, აქციის მონაწილეებს ე.წ. შეიარაღებას აწვდიდნენ და მეორე მხრივ, განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობისკენ

„მდიდარი „ენჯეოები“ ერთი მხრივ, აქციის მონაწილეებს ე.წ. შეიარაღებას აწვდიდნენ და მეორე მხრივ, განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობისკენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, რომ კანონის დარღვევის ნუ შეეშინდებოდათ.
„აქ არის, რა თქმა უნდა, გამოკვეთილი საბოტაჟის ნიშნები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მდიდარი ენჯეოები ერთი მხრივ, აწვდიდნენ ე.წ შეიარაღებას აქციის მონაწილეებს - აქ ვგულისხმობ, რა თქმა უნა, აალებად ნივთიერებებს, პიროტექნიკას, მოლოტოვის კოქტეილებს და ა.შ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ისინი დაკავებული იყვნენ იმით, რომ განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ მათ [აქციის მონაწილეებს] ხელისუფლების დამხობისკენ. ასევე, იყვნენ დაკავებულები იმით, რომ მათ უხდიდნენ ჯარიმებს და პირდაპირ უანონსებდნენ, ნუ შეეშინდებოდათ კანონის დარღვევის იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ რა ჯარიმაც იქნებოდა გადასახდელი, თვითონ ეს „ენჯეოორგანიზაციები“ უზრუნველყოფდნენ მათთვის ამ ჯარიმების გადახდას“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.