Loading data...
ლევან მაჭავარიანი მაკრონის მიერ კობახიძის მიწვევაზე: ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი, თუ დანარჩენი ქვეყნებიც და ზოგადად, ბრიუსელიც მას მიჰბაძავენ, ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაჩქარდება

„ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევასთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, თუ დანარჩენი ქვეყნებიც და ზოგადად, ბრიუსელიც მას მიჰბაძავენ, ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაჩქარდება.

„ძალიან მისასალმებელია ეს მიწვევა. ჩვენ უფრო ფართო ჭრილში უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი. როდესაც ზოგადად ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმში იყო, რუკაზეც არ გვიმჩნევდნენ. ძალიან კარგი იქნება, თუ ისინი გამოვლენ ამ რეჟიმიდან და რეალობას თვალს გაუსწორებენ, ვინაიდან როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს მიწვევა პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან როგორც პოზიტიური ნაბიჯი, თუ დანარჩენი ქვეყნებიც და ზოგადად, ბრიუსელიც მას მიჰბაძავენ, ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან დაჩქარდება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი“, - აღნიშნა მან.