Loading data...
ლევან მაჭავარიანი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეზე: ძალიან სამწუხაროა, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პარტიის ლიდერები იყვნენ. სანამ გამოძიება არ დასრულდება, პოლიტიკურ შეფასებაში არ შევალ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა. 

„ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან აქ საუბარი არ არის პარტიის რიგით წევრებზე, აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი პარტიის ლიდერები იყვნენ. სანამ გამოძიება ბოლომდე არ დასრულდება, პოლიტიკურ შეფასებაში არ შევალ. ჩვენ ვართ ბოლომდე შეურიგებლები კორუფციასთან და მნიშვნელობა არ აქვს გუნდის ყოფილი თუ მოქმედი წევრი იქნება“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი. 

ინფორმაციისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩხრეკა 33 ლოკაციაზე ჩატარდა. 

ამოღებულია 11 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული, ოქრო და ასობით ელექტრონული მოწყობილობა.

როგორც ცნობილია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს.  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია 2პირი.