Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ლევან ხაბეიშვილმა ფარ-ხმალი დაყარა და სავარაუდოდ, ცდილობს, „ნაცმოძრაობის“ და კოლექტიური ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს გაემიჯნოს

„როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილმა კარგად გაიაზრა, რომ აბსურდში ცხოვრებას აზრი აღარ აქვს და სავარაუდოდ, ცდილობს, რეალობას თვალი გაუსწოროს. ამ შემთხვევაში, ის იმ ხაზს უნდა დათანხმდეს, რასაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება და უნდა თქვას, რომ უალტერნატივოა ჩვენი ხაზი და პოლიტიკა, როგორც საგარეო, ისე საშინაო“, - ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილის სტატუსში თანხვედრებია „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან.

„ისიც კარგად გაიაზრა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით და მოქალაქეების დაკვეთის შესრულებით მოვიგეთ არჩევნები.

ლევან ხაბეიშვილმა ფარ-ხმალი დაყარა და სავარაუდოდ, ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოლექტიური ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს რაღაცნაირად გაემიჯნოს.

შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და გააგრძელებს თუ არა იგი ამ მესიჯბოქსს, რაც ჯამურად კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.