1767184863
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ყველას გილოცავთ 2026 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისთვის
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.
„მადლობა 2025 წელს. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენი მოქალაქეების გვერდში დგომით მოვახერხეთ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. ამასთანავე, ჩვენი ეკონომიკა პირველად გადასცდა 100 მილიარდ ლარს, რაც ასახულია 2026 წლის ბიუჯეტში.
ყველას გილოცავთ 2026 წელს. გისურვებთ მშვიდობას, სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და ბევრ სიხარულს!
ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისთვის!