Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ქუჩას თუ 30-50 ადამიანი კეტავს მაშინ, როცა ტროტუარზე თავისუფლად ეტევიან, ამ დროს ქალაქის მოსახლეობაზე ძალადობენ, ამას ვერ დავუშვებთ

თუ 30 ადამიანია, შეუძლიათ, ტროტუარზე დადგნენ და გააპროტესტონ, რაც უნდათ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქუჩის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ პატიმრობაში ალოგიკური არაფერია.

„მსოფლიოს წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში ადამიანები ცენტრალურ გამზირს სად კეტავენ მაშინ, როცა მათი რაოდენობა საკმარისი არ არის. თუ 30-50 ადამიანი ქუჩას კეტავს მაშინ, როცა ტროტუარზე აბსოლუტურად თავისუფლად ეტევა, ამ დროს ჩვენი ქალაქის მოსახლეობაზე ძალადობენ, ამას ვერ დავუშვებთ.

დიდი ხანი ვაცადეთ, მაგრამ ვნახეთ, რომ ის კანონი პრევენციულ ხასიათს ვერ ატარებდა და გავამკაცრეთ. ადმინისტრაციული დაპატიმრება იქნება, ალოგიკურს არაფერს ვამბობთ. თუ 30 ადამიანია, შეუძლიათ, ტროტუარზე დადგნენ და გააპროტესტონ, რაც უნდათ“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.