Loading data...
ლევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარე ძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში

„ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რითაც ის გამოეხმაურა „დროა“-ს ლიდერის ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გავრცელებულ მუქარას.

„მაგალითი შეგვიძლია, მარტივად მოვიტანოთ - მაკკეინის ინსტიტუტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიდლაინი გადასცა ოპოზიციას, რის მიხედვითაც ისინი მოქმედებდნენ, რომ პროტესტი უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში, უნდა ყოფილიყო მსხვერპლი.

სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ვებრძვით და რასაც დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ექსტრემიზმი, ფაშიზმი, რადიკალიზმი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

ამას ემსახურება ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ძალიან არ მოსწონთ ამ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე ახალი ჩამოყალიბებული სამმართველო. ჩვენ გვსურს სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ ერთ-ერთ ოპოზიციურ მედიასთან ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა: „როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს“.