ლევან მაჭავარიანი: ხაზარაძისგან ტყუილებს მიჩვეულები ვართ

„ხაზარაძისგან ტყუილებს მიჩვეულები ვართ. ქართულმა სასამართლომ იგი ამხილა თაღლითობაში ბატონ [ბადრი] ჯაფარიძესთან ერთად“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.
მისი თქმით, ქართულმა სასამართლომ ხაზარაძე ამხილა თაღლითობაში ბატონ ჯაფარიძესთან ერთად.
„ბატონი ხაზარაძისგან, რა თქმა უნდა, ტყუილებს მიჩვეულები ვართ. ქართულმა სასამართლომ იგი ამხილა თაღლითობაში ბატონ [ბადრი] ჯაფარიძესთან ერთად და შემდეგ „თიბისი ბანკს“ მოუწია ჯარიმის გადახდა სამი მილიონი დოლარის ოდენობით, ვინაიდან გააქრეს 17 მილიონი. ამის შემდეგ წააგეს დავა საქართველოს წინააღმდეგ პარიზის, ვაშინგტონის საარბიტრაჟოებში, სადაც აქეთ დააკისრა თანხების გადახდა ჩვენი ბიუჯეტის სასარგებლოდ“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.