Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ქართველ ხალხს კარგად არ იცნობენ, ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე მიუღებელი არის უსამართლობა

„არ შეიძლება ასეთი ტიპის მოწოდებები,  ეს არის ყოვლად შემაშფოთებელიც და აღმაშფოთებელიც, არღვევენ არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, პატივს არ სცემენ ქვეყნის სუვერენიტეტს და არღვევენ გაეროს წესდებასაც“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩისნკის განცხადებას. 

მაჭავარიანის თქმით, ქართველი ხალხისთვის ყველაზე მიუღებელია - უსამართლობა.

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდი არის ქვეყანაში მშვიდობის, ღირსების გარანტი. 

„ეს არის უხეში ჩარევა. ისინი ამით არღვევენ არა მხოლოდ ჩვენს კონსტიტუციას, არამედ არღვევენ გაეროს წესდებასაც. არ შეიძლება ასეთი ტიპის მოწოდებები. ეს არის ყოვლად შემაშფოთებელიც და აღმაშფოთებელიც. ეს არის მიუღებელი. თუმცა, ქართველ ხალხს კარგად არ იცნობენ და ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე მიუღებელი არიას - უსამართლობა. როდესაც მოსახლეობა გრძნობს ამ უსამართლობას, ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო იზრდება.

შეგახსენებთ, ჩვენი მხარდაჭერა დღეის მდგომარეობით არის 60%-ის ფარგლებში და კიდევ ველოდებით ზრდას. ეს ყველაფერი კი გამყარებული არის იმით, რომ ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები აკვირდებიან რა პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“, არის მთლიანად მშვიდობაზე, ღირსებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული, მომავალ წელს, ბიუჯეტი იზრდება რამდენიმე მილიარდით, ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი ეკონომიკა დაახლოებით 9600$ იქნება. ის, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის, ღირსების გარანტი ამ ქვეყანაში, არ ვიღებთ გარე დავალებებს და რჩევას, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ვართ კეთილდღეობის გარანტი ამ ქვეყანაში.

ჩვენი მოსახლეობა ამ ყველაფერს ძალიან კარგად გრძნობს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ იმ 60%-საც გადავცდებით, რომლის ფარგლებშიც არის დღეს ჩვენი რეიტინგი“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა მოადგილე.