Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ქართველ ხალხს ჰქონდა არჩევანი მიეცა ხმა ისეთი საქართველოსთვის და ისეთი ხელისუფლებისთვის, ვის პირობებშიც გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ - მიიღება მხოლოდ საქართველოში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევანი ძალიან მარტივი იყო. 

„ეს ძალიან ლოგიკური იყო იქიდან გამომდინარე, რომ არჩევანი არის ძალიან მარტივი. ქართველ ხალხს ჰქონდა არჩევანი მიეცა ხმა - დამოუკიდებელი საქართველოსთვის, სუვერენული საქართველოსთვის, ისეთი საქართველოსთვის და ისეთი ხელისუფლებისთვის, ვის პირობებშიც გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ - მიიღება მხოლოდ საქართველოში“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.