1756316313
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი კახა კალაძეზე: მთლიანად მისი ცხოვრება ასოცირებულია წარმატებასთან და ეს წარმატება მას ძალიან დიდი შრომის ფასად უჯდება, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს თბილისი არის ევროპული სტანდარტის დედაქალაქი

„მთლიანად მისი ცხოვრება ასოცირებულია წარმატებასთან და ეს წარმატება მას ძალიან დიდი შრომის ფასად უჯდება“, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა თბილისის მერთან, პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან დაკავშირებით.
ლევან მაჭავარიანის თქმით, დღეს თბილისი ევროპული სტანდარტის დედაქალაქია.
„ბატონმა კახიმ ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. უკვე 8 წელია იგი მართავს დედაქალაქს. შესაბამისად, მას პულსი უდევს აბსოლუტურად ყველა პრობლემაზე. შევხედოთ, თუ როგორი შეცვლილია ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს თბილისი არის ევროპული სტანდარტის დედაქალაქი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.