Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ჯერ გამანადგურებლად დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში და წელსვე მოხდება იმ დაპირების შესრულება, რომ „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური ველიდან გავაქრობთ

ჯერ გამანადგურებლად დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში და პირობას ვაძლევთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად წელსვე მოხდება იმ დაპირების შესრულება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ველიდან გავაქრობთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება საიუბილეო მე-10 გამარჯვება იქნება და კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრირება, რა რეიტინგი აქვს დღეს ოპოზიციას.

„მათ ჰქონდათ რეიტინგი, 61 მანდატი პატარა საქმე არ იყო, მაგრამ მათი დესტრუქციული ქმედებების შედეგად და პლუს იმის შედეგად, რომ პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მათ მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური დესტაბილიზაცია, რაც ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, კიდევ ძალიან ბევრი რაღაც გამომჟღავნდა, რაც მათივე ამომრჩევლის თვალში გამოჩნდა ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უალტერნატივოდ იარა და ჩვენ რა ნაბიჯებიც გადავდგით და რა გზავნილებიც გვქონდა, ეს იყო აბსოლუტურად უალტერნატივო პოლიტიკის ნაწილი. ეს სიფრთხილე და ცივსისხლიანი პრაგმატიზმი აუცილებელი იყო. 

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დაავალებენ უცხოელები და მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. 

ჩვენ ვაპირებდით სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნებამდე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გაფართოვდა მანდატი და დროებითი საგამოძიებო კომისია დღემდე ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, არ გვინდოდა, რომ ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში მომხდარიყო, რომ ორი კვირით ადრე აკრძალულიყო ან ერთი პარტია, ან კოლექტიურად „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ბევრი სასპეკულაციო ექნებოდათ უცხოელებს, მათ პატრონებს, პირველ რიგში.

შესაბამისად, ჯერ გამანადგურებლად დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში და პირობას ვაძლევთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად წელსვე მოხდება იმ დაპირების შესრულება, რომ ჩვენ გავაქრობთ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ველიდან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.