Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ის აქტორები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები „ანტიოცნების“ კამპანიაში, უკვე მოიხსენიებენ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც არჩეულ ხელისუფლებას

დაგვიდეს რეკომენდაციები და მზად ვართ, რა თქმა უნდა, ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელსაც მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ეუთო/ოდირთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს ეუთო/ოდირთან.

„როგორც საქართველოს სჭირდება აშშ-თან და ევროკავშირთან მეგობრული ურთიერთობა, არანაკლებ სჭირდება აშშ-ს და ევროკავშირს საქართველოსთან მეგობრობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმ აქტორებსაც, რომლებიც ასე აქტიურად იყვნენ „ანტიოცნების“ კამპანიაში ჩართულები, იმათაც უწევთ ნელ-ნელა ამ ყველაფრის აღიარება. უკვე მოიხსენიებენ ჩვენ ხელისუფლებას, როგორც არჩეულ ხელისუფლებას და ძალიან დიდი მადლობა მათ ამ ობიექტურობისთვის, და ამბობენ, რომ არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და შესრულება.

ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა. ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზი გაუსვეს, რომ „მზად ვართ, ვითანამშრომლოთ არჩეულ ხელისუფლებასთან“ და „ჩვენი სურვილია, მათთან ერთად გადავჭრათ ის პრობლემები, რაც დავინახეთ“. დაგვიდეს რეკომენდაციები და მზად ვართ, რა თქმა უნდა, ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელსაც მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ეუთო/ოდირთან“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.