Loading data...
ლევან მაჭავარიანი ირაკლი კუპრაძის ბრალდებებზე: ცდილობენ იაფფასიანი ბრიფინგებით ისრების ჩვენთან გადმოტანას - თავიანთ პარტიებს მიხედონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ მერობის კანდიდატის ირაკლი კუპრაძის ბრალდებებს „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.

„მოღალატეებს ეძებდნენ სამართალდამცავ უწყებებში - ვერ აღმოაჩინეს და ახლა ცდილობენ იაფფასიანი ბრიფინგებით ისრების ჩვენთან გადმოტანას. თავიანთ პარტიებს მიხედონ და რომ არ იყვნენ ასეთ დისკრედიტირებულ მდგომარეობაში, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.