ლევან მაჭავარიანი: ინდექსები და რეიტინგები, რომლებსაც ყველაზე ავტორიტეტული დასავლურ ორგანიზაციები აქვეყნებენ, რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი საერთაშორისო შემფასებელი ცენტრის „დემოკრატიების ალიანსის“ დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიშთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ინდექსები და რეიტინგები, რომლებსაც ყველაზე ავტორიტეტული დასავლურ ორგანიზაციები აქვეყნებენ, რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი.
„ეს არის კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ სტატისტიკასა და გამოანგარიშებაზე დაყრდნობილი. ნაცვლად იმისა, რომ რაღაც აღქმების თეორია აქვთ შექმნილი ევრობიუროკრატებს, არაფორმალური მმართველობის გამტარ პირებს, „დიფ სთეითის“ მსახურებს და ეს აღქმების თეორია არის დაფუძნებული რაღაც რიტორიკაზე, მაშინ როდესაც ეს ინდექსები და რეიტინგები, რომელსაც აქვეყნებს ყველაზე ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაციები, ეს რეალურ ფაქტებზე არის დაყრდნობილი და რეალურ ფაქტებს ასახავს.
რა ინდექსებიც ქვეყნდება ყველაზე ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაციებს მხრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომელიც დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებს ეხება, აბსოლუტურად ყველგან მოწინავე პოზიციებზე ვართ და ვუსწრებთ, არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ, ძალიან ხშირად, ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, ნატოს წევრ ქვეყანას და ა.შ.“ - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.