ლევან მაჭავარიანი: ჰელსინკის კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში დისკრედიტირებულია

ჰელსინკის კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, მოსმენაზე კი მოწმეებად სალომე ზურაბიშვილს და თინა ხიდაშელს იბარებს.
მაჭავარიანის თქმით, შეერთებული შტატებიც თანამშრომლობს ჩინეთთან და ამასთან დაკავშირებით ტრამპს არანაირი პრობლემა არ აქვს.
„აშშ-ს ჰყავს ბევრი სტრატეგიული პარტნიორი, ვინც ჩინეთთან თანამშრომლობს. აშშ-ც თანამშრომლობს ჩინეთთან, ამასთან დაკავშირებით ტრამპს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. ამ ყველაფრის არასერიოზულობას ხაზს ის უსვამს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი და ხიდაშელი ჰყავთ დაპატიჟებული, რომლებმაც თითქოს საქართველოს სახელით უნდა ისაუბრონ. ეს კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დისკრედიტირებულია“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.