Loading data...
ლევან მაჭავარიანი გვარამიას განცხადებაზე: ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს, რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება

„ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება მოღალატეობრივია.

„ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. იგი გარე დავალებების მიხედვით ცდილობს ამ შემთხვევაში, რომ გატესტოს ჩვენი მოქალაქეების რეაქცია აფხაზეთთან მიმართებით.

თვითონ „ნაცებში“ დაპირისპირება, უშუალოდ პარტიებში, ალიანსში, ერთის მხრივ, ბუნებრივი პროცესია, მეორეს მხრივ - ხელოვნური“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.