ლევან მაჭავარიანი: გახსოვთ, როგორ ქილიკობდნენ ჩინეთთან ჩვენს პარტნიორობასთან დაკავშირებით, ერთი წელია გასული, რაც სი ძინპინს ეახლნენ საფრანგეთის ლიდერი, ევროკომისიის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი, გერმანიის კანცლერი - ნარატივის შეცვლა მოუწია აგენტურულ ოპოზიციას, ვინაიდან დღეს უკვე კონტრპროდუქტიულია ჩინეთზე ნეგატიურ ჭრილში საუბარი
გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, როგორ ქილიკობდნენ ჩვენს პარტნიორობასთან დაკავშირებით ჩინეთთან. ერთი წელია გასული, რაც სი ძინპინს ეახლნენ საფრანგეთის ლიდერი, ევროკომისიის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი, გერმანიის კანცლერი. გახსოვთ განცხადებებიც, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თურმე მათი ქვეყნებისთვის ჩინეთთან ღრმა პარტნიორობა. ამიტომ ნარატივის შეცვლა მოუწია აგენტურულ ოპოზიციას, ვინაიდან დღეს უკვე კონტრპროდუქტიულია ჩინეთზე ნეგატიურ ჭრილში საუბარი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველო-ჩინეთის პარტნიორობასთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიციას მოუწია ნარატივის შეცვლა, ვინაიდან კონტრპროდუქტიულია მათთვის ჩინეთთან პარტნიორობაზე ქილიკი.
„არავის ჩანაცვლებას ჩვენ არ ვაპირებთ, როგორც აგენტურული ოპოზიცია საუბრობს. ჩვენ მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებთ და გამოვდივართ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენი ქვეყნის ინტერესები ეფუძნება იმას, რომ საქართველოში უნდა იყოს მშვიდობა, უნდა იყოს სტაბილურობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ეკონომიკური განვითარებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი პარტნიორი ჩვენთვის არის მისაღები, ვისთან პარტნიორობითაც ხელი ეწყობა ამ მიმართულებების განვითარებას და ჩინეთი ნამდვილად არის ასეთი პარტნიორი.
გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, როგორ ქილიკობდნენ ჩვენს პარტნიორობასთან დაკავშირებით ჩინეთთან და როგორი ეპითეტებით ამკობდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. თუმცა რა მოხდა ამ წლების განმავლობაში?! - ერთი წელია გასული, რაც სი ძინპინს ეახლნენ საფრანგეთის ლიდერი, ევროკომისიის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერი და გახსოვთ, ჩამოთვლილი ლიდერების განცხადებები, რომ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თურმე მათი ქვეყნებისთვის ჩინეთთან ღრმა პარტნიორობა, მჭიდრო კავშირები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმაც იხილა და ნარატივის შეცვლა მოუწიათ აგენტურულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ პატრონებს, ვინაიდან დღეს უკვე კონტრპროდუქტიულია ჩინეთზე ნეგატიურ ჭრილში საუბარი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.