ლევან მაჭავარიანი გახარიას თანაპარტიელებს: სამწუხაროდ, თქვენი პარტიის სამარკო ნიშანი არის - ტყუილი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გიორგი გახარიას თანაპარტიელებს მიმართა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გიორგი გახარიას პარტიის სამარკო ნიშანი - ტყუილია.
„თქვენ, როდესაც პარლამენტში შემობრძანდით, მე და ბატონმა ირაკლი კირცხალიამ კონკრეტული პრეტენზიები წაგიყენეთ, რასაც, რა თქმა უნდა, ფაქტები და დასაბუთება ახლდა. თქვენ ბატონო გიორგი შარაშიძე! დაჰპირდით საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი ტყუილი არისო, რაც მე და ირაკლიმ გაგიტარეთ იმიტომ, რომ თქვენი დებიუტი იყო, ერთ კვირაში მე ამ ყველაფერს პასუხებს გავცემ საზოგადოების წინაშეა, გავიდა 2 თვეზე მეტი და დღემდე არაფერზე არ გაქვთ პასუხი გაცემული. სამწუხაროდ, თქვენი პარტიის სამარკო ნიშანი არის - ტყუილი. საქართველოს აბრალებდით შავი ხვრელი არისო, არჩევნების გაყალბების ცირკში მონაწილეობდით, ანტი-ლგბტ კანონის მხარდამჭერისგან თავი შეიკავეთ, პირდაპირ წერილი მოვიტანე, სადაც თქვენი ხელმოწერა არის, რომ საქართველოს დასანქცირებას ითხოვდით.
10-ჯერ აქვს გამეორებული პირდაპირ ეთერში - რეზინის ტყვიებზე ბრძანება მე გავეციო, როგორ არ გრცხვენიათ, მაგ კომისიაზე ბინძურად, პოლიციელებს, რომ შეაწმინდა ხელი?! პოლიციელებს ბინძურად ხელი რატომ შეაწმინდა?! მაგრამ პოლიციელების მიმართ თქვენი დამოკიდებულება ყველამ კარგად იცის. ნოემბრის აქციებს - მშვიდობიან აქციებს უწოდებს თქვენი პარტია - როგორ არ გრცხვენიათ?! საათობით აგინებდნენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას რომ ესროდნენ და ბიჭები, ხმას არ სცემდნენ, გაუნძრევლად, ვაჟკაცურად იდგნენ და მერე საათების შემდეგ, რომ აფრთხილებდნენ - დაიშალეთო და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიოდნენ მოქმედებაზე, თქვენ ამას უწოდებთ მშვიდობიან აქციებს? თქვენ გისმენენ პოლიციის ოჯახის წევრები და ვიღაცებს თვალებში, რომ ჩახედავთ ძალიან მაგრად შეგრცხვებათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით!“ - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.