Loading data...
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ზეწოლა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ზეწოლა.

„ეს არის აბსურდი. თუ დასანქცირებულია, თუკი ფაქტები და მტკიცებულებები არსებობს, რომ ატარებდა სანქცირებულ პროდუქციას, ან სანქცირებულ გემებს, მაშინ პირდაპირ დაასანქცირებდნენ.​ რამდენიმე თვის წინ ყულევის პორტის შეტანას აპირებდნენ სანქცირებული პორტების სიაში, თუმცა, როდესაც ჩვენ მტკიცებულებები და ფაქტები მოვითხოვეთ, ვერაფერი წარმოადგინა ბრიუსელმა და აქედან გამომდინარე, სიიდან ამოღება მოუწიათ, მაგრამ იმავეს აგრძელებენ. ჩვენს საზოგადოებას სწორად განვუმარტოთ, რადგან აგენტურული ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები ამ ყველაფერს იმისთვის იყენებენ, რომ თითქოს რაღაცა დასანქცირდა, არაფერი დასანქცირებულა! პირობითად ჩაწერილია 6 თვე, რომ თუ 6 თვის განმავლობაში ყულევის პორტი არ შეწყვეტს რუსული ნავთობის, რომელიც სანქცირებული არ არის, მიღებასა და გადამუშავებას, მერე შეიძლება დასანქცირდეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.