Loading data...
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე მხოლოდ ნინო ლომჯარიას მიწვევაზე: ეს არ მიკვირს, როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო

როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმედის კვირასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ნოემბერში დაგეგმილია ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების კონფერენცია, სადაც საქართველოდან მხოლოდ ნინო ლომჯარიაა მიწვეული.

„ეს [მხოლოდ ლომჯარიას მიწვევა] არ მიკვირს. როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო. შავ ზღვას არ ესაზღვრებაო, ფაქტობრივად, ასეთი აბსურდის მტკიცება დაგვიწყეს. ყველანაირად დავეხმარებით [ბრიუსელს], რომ სახე შეინარჩუნონ. არაფერს ჩავყვებით და გადავფურცლავთ. ჩვენ თუ დავიწყეთ გარჩევა არგუმენტებით და ფაქტებით, ძალიან შერცხვენილი დარჩება ბრიუსელი სხვა მასშტაბით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.