ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: იმასაც ვერ აღიქვამენ, რომ როდესაც ქართველი ხალხის სახელით, სალაპარაკოდ ჩაჰყავთ ბატონი ბუღაძე, ბატონი ყორშია, ქალბატონი ლომჯარია და ქალბატონი გიგაური კონტრპროდუქტიულია

„ევროპის ბიუროკრატების ძალიან დიდი ნაწილი დაინტერესებულია, ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნებით, ვინაიდან ისინი მათ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საუბრისას.
„იმასაც ვერ აღიქვამენ, რომ როდესაც ქართველი ხალხის სახელით, სალაპარაკოდ ჩაჰყავთ ბატონი ბუღაძე, ბატონი ყორშია, ქალბატონი ლომჯარია და ქალბატონი გიგაური კონტრპროდუქტიულია. მათთვის, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა ევროპის გზაზე და სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს და დემოკრატიის შუქურაა, მოდით, ჩვენმა მოქალაქეებმა შეაფასონ, მათი ეს პოზიცია. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ამას აბსურდად და ტყუილად აღიქვამს.
ევროპის ბიუროკრატების ძალიან დიდი ნაწილი დაინტერესებულია, ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნებით, ვინაიდან ისინი მათ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში საგარეო კომიტეტზე განიხილეს. ბრიუსელში იმყოფებიან ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ და აქტივისტები. ყველა ერთად კი ჰუმანიტარული მიზნებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.