Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები უკვე აღარც კანონს ითვალისწინებენ და არც იმ პრინციპებს და ტრადიციებს, რაზეც ევროკავშირი დგას

ევრობიუროკრატები უკვე აღარც კანონს ითვალისწინებენ და არც იმ პრინციპებს და ტრადიციებს, რაზეც ევროკავშირი დგას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს პირნათლად ასრულებს. 

ამ ტრენდის გაგრძელება, რომ დამატებითი შანტაჟის მექანიზმი ჰქონდეთ ქვეყნებზე და, შესაბამისად, დააშანტაჟონ სწორედ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, თუ ისინი არ გაატარებენ იმ პოლიტიკას, რასაც უკვე ბრიუსელში კონცენტრირებული Deep state მოითხოვს. თუმცა, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ჯერ წლის ბოლომდე ბევრი დრო არის დარჩენილი, დაველოდოთ კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება. ჩვენ ყველაფერს ვასრულებთ პირნათლად.

იქ უნდა იყოს რაღაცა ტიპის სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს. თუმცა იქ სამართლებრივ საფუძვლებზეც არ არის საუბარი, ვინაიდან ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატები უკვე აღარც კანონს ითვალისწინებენ და არც იმ პრინციპებს და ტრადიციებს ითვალისწინებენ, რაზეც ევროკავშირი დგას. შეუძლიათ ხელის ერთი მოსმით ისეთი ნაბიჯი გადადგან, რომელიც ყველაფერს ერთად ეწინააღმდეგება“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.