Loading data...
ლევან მაჭავარიანი „ევრობარომეტრის“ კვლევაზე: თურმე რაც არ შეიძლება საქართველოში, შეიძლება ევროკავშირში და ა.შ. ძალიან კარგი იქნება, თუ კვლევას თავად ჩახედავენ და მიხვდებიან, რომ ასეთი მიდგომა საქართველოსთან მიმართებით არ შეიძლება

„თურმე რაც არ შეიძლება საქართველოში, შეიძლება ევროკავშირში და ა.შ. ძალიან კარგი იქნება, თუ კვლევას თავად ჩახედავენ და მიხვდებიან, რომ ასეთი მიდგომა საქართველოსთან მიმართებით არ შეიძლება“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ევრობარომეტრის“ კვლევას.

„როდესაც საზოგადოებას ვესაუბრებით, ყოველთვის ვყოფთ ცალკე ევროკავშირს და ცალკე ევრობიუროკრატებს იქიდან გამომდინარე, რომ არ გავაჩინოთ თვითონ ევროკავშირის მიმართ რაღაც სკეპტიციზმი. თუმცა ევრობიუროკრატების ქცევა არის, როდესაც აბსურდულ, უაზრო რეზოლუციებს იღებენ, სადაც ყოველთვის გვიწერენ, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა და თურმე იგი უნდა გავათავისუფლოთ. ისინი დელეგაციებს დელეგაციებზე აგზავნიან და შემდეგ სცენაზე ადიან და საზოგადოებას მაედანიზაციისკენ მოუწოდებენ. ისინი ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, მით უმეტეს წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად მათ ჩაუტარეს გარედან ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ ეწევიან ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში, აღვივებენ შუღლს, პოლარიზაციას. არის უამრავი მაგალითი ორმაგი და ასმაგი სტანდარტების. თურმე რაც არ შეიძლება საქართველოში, შეიძლება ევროკავშირში და ა.შ. ძალიან კარგი იქნება, თუ კვლევას თავად ჩახედავენ და მიხვდებიან, რომ ასეთი მიდგომა საქართველოსთან მიმართებით არ შეიძლება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული, გამოკითხულთა 51% კი მთავრობას ენდობა.