1771958486
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ეს ომი დასრულდებოდა დაწყებიდან 2 თვეში, რომ არ ჩაეშალათ უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგი
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არასწორ პოლიტიკას ატარებდნენ და რასაც 4 წლის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგი არ შეიძლებოდა და ყველას უკრძალავდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან არასერიოზული პოლიტიკის შედეგი, - განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ეს ომი დასრულდებოდა დაწყებიდან 2 თვეში, რომ არ ჩაეშალათ უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგი.
„ეს ომი დასრულდებოდა დაწყებიდან 2 თვეში, რომ არ ჩაეშალათ უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგი, რის მიხედვითაც, ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო 2022 წლის აპრილში, სტამბოლის შეთანხმებაზე მაქვს საუბარი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.