ლევან მაჭავარიანი „ენმ-ზე: მათი ტყუილები რომ იყო ორ და ერთკვირიანი, ახლა ჩამოვიდნენ ერთ საათიან და ნახევარ საათიან ტყუილებზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ განცხადებას, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მყისიერად 14 მილიარდის მოზიდვას ეხება, ოპოზიციის მორიგ ტყუილს უწოდებს.
დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობა“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
ამასთან დეპუტატი ამბობს, რომ თუ მათი ტყუილები ადრე ორ და ერთკვირიანი იყო, ახლა ერთ საათიანი და ნახევარ საათიანია.
„ეს არის „ნაცმოძრაობის“ მორიგი ტყუილი და რატომ აქვთ მათ ასეთი წარმოდგენა ჩვენს საზოგადოებაზე, ვერ ვხვდები. ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად აზროვნებს. მათი ტყუილები რომ იყო ორ და ერთკვირიანი, ახლა ჩამოვიდნენ ერთ საათიან და ნახევარ საათიან ტყუილებზე.
რა 14 მილიარდზე არის საუბარი? მაშინ პირდაპირ დააბრეხვონ და თქვან რომ არის 14 ტრილიონი. რატომ ეშლებათ ამაში ხელი? მაინც იციან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ვერც ასაბუთებენ ვერანაირად, საიდან უნდა წამოვიდეს ეს ფული. მაგალითად, მოლდოვას თუ გაუხსნეს მოლაპარაკებები, ჩაერიცხა მოლდოვას რაიმე ტრანში? ჩვეულებრივი ტყუილია და ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში“, - აცხადებს მაჭავარიანი.