1781551316
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ემანუელ მაკრონის განცხადებაზე: არც ევროპის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ქართველებს
დიდი შვიდეულის (G7) სამიტის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთს ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 100%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებით დაემუქრა.
ამერიკის ლიდერის ამ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე ემანუელ მაკრონის პასუხს გამოეხმაურა და დაწერა:
„არც ევროპის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ქართველებს“.