Loading data...
ლევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ დაუნდობელ ბრძოლას იწყებენ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. 

როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნავს, ნარკორეალიზატორებს, შესაძლოა, უვადო პატიმრობაც კი შეეხოთ. 

„დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ. მკაცრდება კანონი და ხშირ შემთხვევაში, მათ მოუწევთ უვადო პატიმრობაც, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ერთი მხრივ, პრევენციული ხასიათის კანონია, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ნარკორეალიზატორს, ე.წ ბარიგას შეეშინდება და შეიცვლიან პროფესიას. ვინაიდან, ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე, არამედ ზოგადად მსოფლიოს წინაშე“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.