ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა

„ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, ეხება სასამართლოს სისტემას და საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ოცეულშია.
„როდესაც ისინი [ევრობიუროკრატები] რაღაც ბრალდებას გვიყენებენ, ამის უკან ფაქტები არ დგას. ეს არის უბრალოდ ჭორაობა და რაღაც აღქმების შექმნის მცდელობა. ანგარიშში, რომელიც თავადვე ევროკომისიამ გამოაქვეყნა, ეხება სასამართლოს სისტემას და სასამართლოს დამოუკიდებლობით ოცეულში ვართ ევროპის. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების თვალსაზრისითაც ევროპის ოცეულში ვართ. მთავრობის ეფექტიანობა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემო და ა.შ. ყველაფერი მოხვდა ევროკომისიის ანგარიშში. ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს და რეალურ მოცემულობას.
შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.