ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირების მიხედვით, 2028 წლისთვის უმუშევრობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, რაც არის ევროპულ სტანდარტზე უკეთესი შედეგი

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირების მიხედვით, 2028 წლისთვის უმუშევრობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, რაც არის ევროპულ სტანდარტზე უკეთესი შედეგი“, - ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ ქვეყანაში, დაახლოებით, 13%-ია უმუშევრობის მაჩვენებელი, რაც დაბალი ციფრი ნამდვილად არ არის, თუმცა ჩვენ რა მემკვიდრეობაც მივიღეთ, იმასთან შედარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სერიოზული წინსვლაა, ვინაიდან, დაახლოებით, 26%-ის ფარგლებში იყო 2020 წელს ეს ციფრი.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირების მიხედვით, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, რაც არის ევროპულ სტანდარტზე, კიდევ, უკეთესი შედეგი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.