Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე, ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან

„ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე. ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რა თქმა უნდა, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება ნებისმიერ დროსაა მზად ამერიკულ მხარესთან ურთიერთობის გადასატვირთავად.

„ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყოს აშშ-თან. ჩვენ ღიად ვგულშემატკივრობდით ბატონ დონალდ ტრამპს, ღირებულებით ნაწილში, პოლიტიკურ მსოფლმხედველობითში, უკრაინის ომთან, „ენჯეო“ სექტორთან, ევრობიუროკატებთან მიმართებით სრული თანხვედრა გვაქვს.

საზოგადოებამ იხილა ჩვენ მიერ გაგზავნილი წერილები [დახურული და მეორე წერილი] და ყველა დონეზე გაკეთებული განცხადება - ნებისმიერ დროს მზად ვართ, ამერიკულ მხარესთან დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც გამოჩნდება, თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს. 

შესაბამისად, ბურთი არის აშშ-ის ადმინისტრაციის მოედანზე. ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რა თქმა უნდა, რაც გაჟღერდა ბატონი რუბიოს მხრიდან“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.