ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს
ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმედის კვირასთან“.
მისი თქმით, ბრიუსელს მოუწევს იმ ფაქტთან შეგუება, რომ საქართველოს ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ მისცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ „პროქსი“ სახელმწიფოდ, როგორც გამოიყენეს უკრაინა.
„ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, ვერც რევოლუციების გზით - რამდენჯერ დააფინანსეს, სცადეს, ვერც არჩევნების გზით, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში თავიდან ბოლომდე თვითონ ჩაუტარეს წინასაარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციას. მოუწევთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ საქართველოს ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ მისცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ „პროქსი“ სახელმწიფოდ, როგორც გამოიყენეს უკრაინა. დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.