Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ბიზნესის ნაწილი აფინანსებს ოპოზიციურ, რადიკალურ პარტიებს. ეს მეტყველებს იმაზე, როგორი დემოკრატიაა საქართველოში - ბევრი ბიზნესმენია და ეს გასაჯაროვდება კიდევაც, რომლებიც ფულს რუსეთშიც შოულობენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, არის ბიზნესის დიდი ნაწილი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და ასევე, არის ბიზნესი დიდი ნაწილი, რომელიც ოპოზიციურ  პარტიებს აფინანსებს. 

„არის ბიზნესის დიდი ნაწილი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, არის დიდი ნაწილი, რომელიც აფინანსებს ოპოზიციურ, რადიკალურ პარტიებს. ეს მეტყველებს იმაზე, როგორი დემოკრატიაა საქართველოში. 

12 წლის განმავლობაში ვინმემ გადახედოს, თუ ჩარეულა „ქართული ოცნება“ რომელიმე ბიზნესმენის საქმეში. ბიზნესი იყო, არის და მუდმივად იქნება ხელშეუხებელი. ბევრი ბიზნესმენია და ეს გასაჯაროვდება კიდევაც, რომელიც ფულს რუსეთშიც შოულობს და ვაჭრობს ისეთი პროდუქციით, რომელიც რუსეთიდან მოაქვთ და შემდეგ ექსპორტზე გააქვთ“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.