1732899141
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბატონი ჰერჩინსკი ცოტა არათანმიმდევრულია და მისი განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება
„ბატონი ჰერჩინსკი ცოტა არათანმიმდევრულია და მისი განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, სადაც განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჯერ კიდევ ივნისში შეაჩერა, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაცია.
„როდესაც ერთი მხრივ ის ამბობს, რომ თავისი და ევროკავშირის ინიციატივით მოლაპარაკებები არ გაიხსნება და ახლა ჩვენ გვაბრალებს მოლაპარაკებების არ გახსნას, ეს არის ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად აჟიოტაჟის შემოტანა“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.