ლევან მაჭავარიანი: ბარამიძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა
„გიორგი ბარამიძემ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბინძური კამპანია წამოიწყეს.
„ბარამიძემ წამოიწყო ძალიან ბინძური კამპანია, რაც შემდეგ ბატონმა ნიკა გვარამიამ და ქალბატონმა სამადაშვილმა გააგრძელეს, ბოლოს კი ბატონმა სააკაშვილმა დააგვირგვინა. ეს ყველაფერი კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება. ერთი მხრივ, ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა და, მეორე მხრივ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.