Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან

ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან და გავრცელებული ჩანაწერები, სადაც ის პირდაპირ იმუქრება, ნიშანდობლივია და ამას ყურადღება უნდა მიექცეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ადამიანი, რომელიც ვერ ისვენებს, რომელიც იყო სისხლიანი რეჟიმის პირდაპირ შემოქმედი, რომელმაც მოიხადა სასჯელი და წესით მშვიდად უნდა ყოფილიყო, მაინც ვერ ისვენებს, მავნებლობს, ცდილობს იგივე გააგრძელოს და რა თქმა უნდა, ეს უპასუხოდ ვერ დარჩება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.