Loading data...
ლევან მაჭავარიანი: აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ  ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობის გადატვირთვას  ევროკავშირთან.

მისი თქმით, მე-8 წელია გერმანიისთვის ჩინეთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. 

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობის გადატვირთვას ევროკავშირთან. როგორც ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ევროკავშირი სამეგობროდ, არანაკლებ სჭირდება ამერიკასა და ევროკავშირს საქართველო სამეგობროდ. მაგალითად, ევროკავშირთან მიმართებით რომ ვისაუბროთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ჩინეთი. როგორ ვახლოვდებით, თქვენ კარგად ხედავთ და რა ტიპის განცხადებები კეთდება ბატონი სი ძინ პინის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. როგორც კი გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა, პირველი ნაბიჯები გადაიდგა - პირდაპირი რეისები, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, უვიზო მიმოსვლა.

სხვათა შორის, ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს ის, რომ ზუსტად იგივე აქტორებისთვის, რომლებიც ჩვენ რაღაცებს გვსაყვედურობენ ჩინეთთან ურთიერთობასთან მიმართებაში, შეგახსენებთ, რომ ზედიზედ მე-8 წელი გერმანიისთვის ჩინეთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და ზოგადად, ევროკავშირის ბრუნვა არის 800 მლრდ-ის ფარგლებში“, - აღნიშნავს დეპუტატი.