ლევან მაჭავარიანი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე: ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის ჩვენი შეხედულებები არამხოლოდ ღირებულებებით ნაწილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში
„ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის ჩვენი შეხედულებები [ვაშინგტონთან] არამხოლოდ ღირებულებებით ნაწილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმაზე საუბრისას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ეხება.
მისივე თქმით, გაცილებით სხვა წონა აქვს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს.
„ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პრობლემას პირისპირ დავჯახებივართ. კარგი მაგალითია ვენეციის კომისია - არამარტო ის, ძალიან ბევრი ორგანიზაცია გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. გაცილებით სხვა წონაა, როდესაც ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის არამხოლოდ ღირებულებებით ნაწილში ჩვენი შეხედულებები, არამედ პოლიტიკურ ჭრილში. ერთი ერთში იმეორებს ამერიკის შეერთებული შტატები იმ გზავნილებს, რაც ჩვენგან ჟღერდებოდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.