ლევან მაჭავარიანი ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტზე: ეს არის ყოვლად ამაზრზენი დამოკიდებულება და სწორედ ეს არის ულტრამემარცხენე ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც იწყება და მთავრდება შეურაცხყოფებით
გინება და შეურაცხმყოფელი კომენტარები ნოდარ დუმბაძის მისამართით - კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციის აქტივისტებმა ცნობილი ქართველი მწერლის მისამართით სიძულვილის ენა გამოიყენეს.
აღნიშნულს მმართველ გუნდშიც მოჰყვა გამოხმაურება.
როგორც პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, ეს არის ყოვლად ამაზრზენი დამოკიდებულება და სწორედ ეს არის ულტრამემარცხენე ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც იწყება და მთავრდება შეურაცხყოფებით.
„ეს არის ყოვლად ამაზრზენი დამოკიდებულება და სწორედ ეს არის ულტრამემარცხენე ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც იწყება და მთავრდება შეურაცხყოფებით, ექსტრემიზმით, რადიკალიზმით, ფაშიზმით. ამ ყველაფერს, ბატონმა რუბიომ სულ ახლახან პოლიტიკური ტერორიზმი უწოდა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გარე დაფინანსებით იმგვარადა ტრენინგებიდან და იმგვარად აქვთ ტვინი გამორეცხილი, რომ ფიქრობ, თუ მეტ შეურაცხყოფას მიაყენებ საკუთარ ქვეყანას და შეურაცხყოფას მიაყენებენ ქვეყნის გმირებს, თანამედროვეები იქნებიან - რაც აბსოლუტური მარაზმია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.